The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი მეტრეველი

გივი მეტრეველი
დაბადების თარიღი:23 მარტი, 1943  (82 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1966 წელს.

1966 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად; ძირითადი ნამუშევრები: "საჭაშნიკე", მაღაზია მ. კოსტავას ქუჩაზე (1972; რ. კიკნაძესთან, ვ. ქურთიშვილსა და თ. მიქაშავიძესთან ერთად); "დინამოს" საწვრთნელი ბაზა დიღომში (1976; ავტორთა ჯგუფთან ერთად); საცხოვრებელი სახლები და სასტუმრო რუსთავში (ავტორთა ჯგუფთან ერთად); ევანგელიკურ-ლუთერანული ეკლესია და გერმანული თემის სახლი ჩუღურეთში (1997) და სხვა. იყო "საქქალაქმშენპროექტის" მთავარი არქიტექტორი, 1991-2000წწ. "თბილქალაქპროექტის" დირექტორი. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს (1979) და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს პრემიები.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.666; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.400-401

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1993-)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: