The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ევგენია პოპოვა

Date of birth:26 February, 1879
Date of death:5 April, 1962  (at 83 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია(ვოკალური).

სწავლობდა მოსკოვის მუსიკალურ დრამატულ სასწავლებელში, პედაგოგი ო. სოკოლოვა–ფრიოლიხი(ვოკალი).

1912–1913წწ., 1919–1921წწ. იყო მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი; 1913–1917წწ. მღეროდა მოსკოვის, ზიმინის, ერმიტაჟის და სხვა სცენებზე; 1913 წელს პეტერბურგის მარინის თეატრის სოლისტი; 1921–1926წწ. ივ. ფალიაშვილის მოწვევით მღეროდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე; იყო მაროს(ზ. ფალიაშვილი "დაისი"), ცირას(მ. ბალანჩივაძე "დარეჯან–ცბიერი"), პარტიების პირველი შემსრულებელი, ვ. სარაჯიშვილის პარტნიორი; 1926–1942წწ. ლენინგრადის თეატრის სოლისტი; 1942 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ლენინგრადის კონსერვატორიაში; რეპერტუარი: ანტონიდა, ლუდმილა(გლინკა "ივან სუსანინი", "რუსლან და ლუდმილა"), შამახის დედოფალი, თოვლის ქალი, გედი–დედოფალი, პანოჩკა–რუსალკა, ოლგა(რიმსკი–კორსაკოვი "ოქროს მამალი", "თოვლის ქალი", "ზღაპარი მეფე სალთანზე", "მაისის ღამე", "ფსკოველი ქალი"), ტატიანა, პრილეპა(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი"), ცერლინა(მოცარტი "დონ ჟუანი"), როზინა(როსინი "სევილიელი დალაქი"), ჯილდა, ვიოლეტა(ვერდი "რიგოლეტო", "ტრავიატა"), მიქაელა(ბიზე "კარმენი"), ლაკმე(დელიბი "ლაკმე"), მარგარიტა ვალუა(მეიერბერი "ჰუგენოტები"), მარგარიტა, ჯულიეტა(გუნო "ფაუსტი", "რომეო და ჯულიეტა"), ნედა(ლეონკავალო "ჯამბაზები"); საქართველოში მოღვაწე რუსი საოპერო მომღერალი, კოლორატურული სოპრანო.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 392

Awards and Honors

  • 1925 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • რუსეთის სახალხო არტისტი

Share: