The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი ვასაძე

აკაკი ვასაძე
Other name:კაკული ვასაძე
Date of birth:27 July, 1939
Date of death:1 November, 1998  (at 59 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Literary scholar, Translator, Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1962 წელს.

1965 წელს მეთევზე-მეზღვაურად ახლდა ქართულ საოკეანო თევზმჭერ ფლოტს. 1962 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. პირველი მოთხრობა "გარსია" 1962 წელს გამოაქვეყნა ჟურნალ "მნათობში", პირველი წიგნი-მხატვრული ნარკვევების კრებული "ქართველები ოკეანეში" 1968 წელს. გამოქვეყნებული აქვს მოთხრობების კრებულები: "უჩვეულო დღეები" (1971), "მოთხრობები"  (1974), ლექსების კრებული "თეთრი ნავი" (1978), ლექსებისა და პოემების კრებული "გამხელა"(1985), პროზაული კრებული "სამი ამბავი" (1988), ესეები და ნარკვევევი "ლექსი და შემოქმედება" (1975), "პოეზიის პრინციპები" (1987) და სხვ. მის სამეცნიერო ნაშრომებში დასმულია ლიტერატურის ისტორიისა და თეორიის ფსიქოლოგიის, ესთეტიკის, ხელოვნებათმცოდნეობის პრობლემები. აკაკი ვასაძემ ჩვენში ახალი მეცნიერული დისციპლინის-მხატვრული შემოქმედების ფსიქოლოგიის საკითხებს მიუძღვნა ნაშრომები: "მხატვრული გრძნობის პრობლემა" (1975, რუს. ენაზე 1978), "მხატვრული შემოქმედების ფსიქოლოგიის საკითხები" (1979). თარგმნა ჟ. პ. სარტრის, ჰ. უელსის, ა. პუშკინის, და სხვათა ნაწარმოებები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.191

Bibliography


Share: