შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ნამგალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სევასტოპოლი. 1955-1957წწ. სწავლობდა ქ. ლენინგრადის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ინჟინერ-ტექნიკოსთა უმაღლეს სასწავლებელში. 1959-1960წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" სინათლის ტექნიკოსად; 1960-1961წწ. საოპერატორო აპარატის მომსახურების მექანიკოსად; 1961 წლიდან "ქართული ტელეფილმის" კინოოპერატორად. დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "გამსვლელი პაიკი" (1970), "ათოვდა ზამთრის ბაღებს" (1984), "ლაქა" (1985), "წინ არგონავტებო"(დოკუმენტური, 1988), "საქართველოს ქრონიკები" (დოკუმენტური, 1991), "მოცარტი და..." (დოკუმენტური, 1999), "დიდება უფალს" (დოკუმენტური, 2000), "რობიკო სტურუა" (დოკუმენტური, 2007) და სხვ. კინოოპერატორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |