Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გაიოზ ვასაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1952 წელს. 1960-1963 წლებში ხელმძღვანელობდა ექსპერიმენტული ქირურგიის ლაბორატორიას, თავდაპირველად ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის, შემდეგ კი ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში. 1963-1968 წლებში იყო ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის განყოფილების გამგე, 1968-1984 წლებში სამედიცინი კიბერნეტიკის განყოფილების გამგე, 1971-1984 წლებში ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1984-1987 წლებში საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს IV სამმართველოს ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის დირექტორი, 1985-1990 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის კათედრის გამგე. 1964-1984 წლებში იყო რესპუბლიკის დარგობრივი ავტომატიზებული მართვის სისტემის მთავარი კონსტრუქტორი. 1987-1994 წლებში სამედიცინო ინფორმატიკისა და კომპლექსური ავტომატიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და ამავე დასახელების საწარმოო-სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი. 1994-2006 წლებში საქართველოს სოციალური და ჯანმრთელობის ინსტიტუტის(ყოფილი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მართვის ეროვნული ცენტრი) მრჩეველი. შეისწავლიდა შოკის, სისხლის დაკარგვისა და ტერმინალურ მდგომარეობათა პათოფიზიოლოგიას, სამედიცინო კიბერნეტიკის, ინფორმატიკის, ბიომათემატიკის, ცოდნის მართვის სისტემათა და საქართველოში სამედიცინო მეცნიერებების ორგანიზაციის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1967), სამედიცინო კიბერნეტიკის ფუძემდებელი საქართველოში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.191; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.183 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |