შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემო ნაცვლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1950 წლიდან სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, შემდეგ გადავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და 1955 წელს დაამთავრა. 1961 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტში საბავშვო გადაცემათა მთავარი რედაქციის მთავარ რედაქტორად; 1976-1982წწ. იყო კომპანია "ქართული ტელეფილმის" დირექტორი; 1982-1992წწ. კომპანიის სასცენარო-სარედაქციო კოლეგიის წევრი. ავტორი და შემსრულებელი რამდენიმე პოპულარული სიმღერის, მათ შორის, "ქარი გიმღერის ნანასა". სცენარის ავტორია ფილმების: "ქალიშვილი და მზე" (1962), "ციმბირის პაპა"(დოკუმენტური, 1968); გადაღებულია ფილმში: "კვლავ მივლინებაში" (დიმა კარაჯოევი, 1963). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.216 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |