The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი XI (ქართლის მეფე)

გიორგი XI
Legal name:გიორგი ბაგრატიონი
Date of birth:1651
Date of death:21 April, 1709  (at 58 years)
Category:Royalty

Biography

ქართლის მეფე (1676-1688, 1703-1709). ვახტანგ V-ის ძე. მისი მეფობის ხანა ხასიათდებოდა ირანთან ურთიერთობის გამწვავებით. გიორგი XI ცდილობდა მეფის ხელისუფლების განმტკიცებას და ირანელთა ბატონობის მოსპობას ქართლში. დახმარების მისაღებად დიპლომატიური მოლაპარაკება გამართა ოსმალეთთან. 1688 წელს აჯანყდა ირანელების წინააღმდეგ. აჯანყება მარცხით დამთავრდა, რადგან გიორგი XI-ს უღალატეს ადგილობრივმა ფეოდალებმა და ვერც ოსმალეთიდან მიიღო შეპირებული დახმარება. შაჰმა გიორგი XI ტახტიდან გადააყენა და მის ადგილზე ერეკლე I დასვა (1688). გიორგი XI-მ იმერეთს შეაფარა თავი და ცდილობდა ტახტის დაბრუნებას. ამასობაში ირანში გაუარესდა შინაპოლიტიკური მდგომარეობა. ირანის იმპერიის შორეულ რაიონებში გაიზარდა მისწრაფება პოლიტიკური განკერძოებისაკენ. განსაკუთრებით დაძაბული ვითარება შეიქმნა ავღანეთში. შაჰ-ჰუსეინმა გადაწყვიტა შერიგებოდა გიორგი XI-ს, რათა მისი სამხედრო ცოდნა და ქართველთა ჯარი ავღანელთა წინააღმდეგ გამოყენებინა. თავის მხრივ, გიორგი XI-ს სურდა ტახტი დაებრუნებინა და გაეგრძელებინა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. ამიტომ იგი დათანხმდა წინადადებას და 1696 წელს ისპაჰანში გაემგზავრა. შაჰმა გიორგი XI კვლავ დაამტკიცა ქართლის მეფედ და დაავალა ავღანელთა დამორჩილება. გიორგი XI-მ აჯანყებულები მალე დაიმორჩილა, მაგრამ ავღანელებმა იგი ღალატით მოკლეს დიხ-შეიხში (ავღანეთი).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 3.-თბ., 1978.- გვ.161; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge


Share: