The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი არაგვის ერისთავი

Date of birth:16??
Date of death:1723
Category:Nobleman

Biography

ერისთავი 1688–1696 და 1703–1723 წლებში, ოთარ არაგვის ერისთავის ძე. 1688 წელს იგი ერეკლე I -ს მიემხრო გიორგი XI-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის გამო გიორგი მეფის ლაშქარი არაგვის საერისთავოში შეიჭრა, აიღო და გადაწვა დუშეთი და მისი შემოგარენი, მაგრამ თვითონაც დიდი ზიანი ნახა და იძულებული გახდა საერისთავო დაეტოვებინა. 1691 წელს არაგვის ერისთავმა გიორგი XI-ს დაუჭირა მხარი და ახლა ერეკლე I-მა დაარბია არაგვის საერისთავო. 1695 წელს ერეკლე I-მა ირანელთა დამხმარე ჯარით დაამარცხა გიორგი XI და გიორგი არაგვის ერისთავი. ეს უკანასკნელი ჯერ იმერეთში, შემდეგ დასავალეთში გადავიდა, სადაც მისმა ვასალებმა შეიპყრეს და ერეკლე I-ს მიჰგვარეს. ერეკლე I-მა გიორგი არაგვის ერისთავი ირანში გაგზავნა (1695), მან იქ 1703 წლამდე დაჰყო. ირანში მყოფი გიორგი XI-ის შუამდგომლობით გიორგი არაგვის ერისთავი საქართველოში დააბრუნეს და კვლავ არაგვის ერისთავად დანიშნეს. ერთხანს იგი ვახტანგ VI-ის ერთგული იყო, მაგრამ ვახტანგი რომ გაძლიერდა, გადაუდგა და დათუნა ქსნის ერისთავთან ერთად შაჰს ვახტანგის გადაყენება და იასეს მეფედ დანიშვნა სთხოვა. შემდეგ შეურიგდა ვახტანგს, მაგრამ 1723 წელს, როდესაც კახეთის ხანმა კონსტანტინე II-მ თბილისი აიღო და დაარბია, კვლავ განუდგა მას და კონსტანტინეს მიემხრო, რის გამოც ბაქარმა გიორგი არაგვის ერისთავი (თავისივე სიმამრი) შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978, გვ. 162


Share: