The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან მეტრეველი

ვალერიან მეტრეველი
დაბადების თარიღი:17 აპრილი, 1917
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 2004  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაიბადების ადგილი: სოფელ უწერა, ონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1941 წელს.

სწავლის პარალელურად მუშაობდა თბილისის ელექტროგანათებათა ტრესტში; 1956 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ელექტრიფიკაციის მთავარ სამმართველოს; მისი უშუალო მონაწილეობით შემუშავდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ელექტრიფიკაციის განვითარების გენერალური გეგმა; 1961-1974 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის დირექტორია, მისი ხელმძღვანელობით და ძალისხმებით ინსტიტუტი წამყვან სამეცნიერო – კვლევით ცენტრად გადაიქცა, ინსტიტუტთან შეიქმნა თელეთის მეცხოველეობის ექსპერიმენტული მეურნეობა; 1974-1983 წწ. საქართველოს სასოფლო – სამეურნეო ინსტიტუტის რექტორი; 1956 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს სასოფლო – სამეურნეო ინსტიტუტში, 1979-1989 წლებში ხელმძღვანელობდა ელექტროტექნიკისა და ელექტროამძრავის კათედრას, იყო ელექტრიფიკაციისა და ავტომატიზაციის ფაკულტეტის შექმნის ინიციატორი. 1983-1990 წწ. სრულიად საკავშირო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის რეგიონული განყოფილების თავმჯდომარე და მეცნიერული უზრუნველყოფის დარგში საქართველოს სასოფლო – სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა; ამ პერიოდში მან მოამზადა ნიადაგი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აღსადგენად, ხოლო 1990 წელს, აკადემიის აღდგენის შემდეგ, იგი აირჩიეს ამ აკადემიის პრეზიდენტად; მისი ინიციატივით შეიქმნა სამეცნიერო უზრუნველყოფის ცენტრები რეგიონებში, მდგრადი განვითარების კონცეფციიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდა შესაბამისი სამეცნიერო დანაყოფები, მათ შორის, აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი; მისი უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა და განხორციელდა "საქართველოს სოფლის ელექტრიფიკაციის გენერალური სქემა"; იგი 200-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორია, მათ შორისაა რამდენიმე მონოგრაფია და 4 სახელმძღვანელო; მის სახელზეა გაცემული 12 ქვეყნის 30-ზე მეტი საავტორო მოწმობა და პატენტი, რომელთა უმეტესობა გამოიყენება სასოფლო – სამეურნეო წარმოების პრაქტიკაში; საქართველოს ენციკლოპედიის, საქართველოსა და საზღვარგარეთის მრავალი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი, 25 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სადისერტაციო საბჭოებს; მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. ტექნიკურ-მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.666; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია: gaas.dsl.geწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.376

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1993-)
  • საკავშირო ენერგეტიკოსი (1978-)
  • საქართველოს აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს ეროვნულ ენერგეტიკოსთა აკადემია, წევრი
  • საქართველოს პარლამენტის აგრალური საკითხების საკონსულტაციო საბჭო, წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი (1993-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, პრეზიდენტი (1990-2004)
  • საქართველოს უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კოლეგია, წევრი
  • უნგრეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1986-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიურიდა საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1969 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: