The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ჟღენტი

ივანე ჟღენტი
ოფიციალური სახელი:ვანო ჟღენტი
დაბადების თარიღი:6 აპრილი, 1939  (86 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის "ნიჭიერთა ათწლედი" 1957 წელს(ჰობოი), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს(მუსიკის თეორია).

1957-1958წწ. იყო თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის ორკესტრის მუსიკოსი(ჰობოი), 1957-1963წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის ორკესტრის მუსიკოსი(ჰობოი); 1959-1966წწ. "ქართული ხალხური სიმღერების შემსწავლელი ანსამბლის" მომღერალი(ხელმძღვანელი ზ. ჩიქოვანი); 1961-1967წწ. ქ. თელავის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(თეორიული საგნები); 1964-1966წწ. თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი(თეორიული საგნები); 1966 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(მუსიკის თეორიის საგნები), 1981 წლიდან მუსიკის თეორიის კათედრის გამგე, 2007 წლიდან ასოცირებული პროფესორი, 2013 წლიდან სრული პროფესორი, 2013-2014წწ. კონსერვატორიის სენატორ-წევრი; 2002-2005წწ. მოქმედებდა მის მიერ დაარსებული "მუსიკალურ-თეორიული დისციპლინების მეთოდიკის საკითხების" ყოველწლიური კონფერენცია; თბილისის კონსერვატორიის ყველა ფაკულტეტის სტუდენტთათვის დააარსა ჰარმონიის კურსში მოდალური სისტემისა და თანამედროვე ჰარმონიის საკითხები; მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დასავლეთ საქართველოს ხალხური მრავალხმიანი სიმღერების ჰარმონია", დაიცვა 1983 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 397


გააზიარე: