The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილარიონ სამთავნელი (ეპისკოპოსი)

Legal name:ვაჩე ყანჩაველის ძე
Date of birth:10??
Date of death:10??
Category:Religious leader

Biography

ილარიონ სამთავნელის სახელთან არის დაკავშირებული  სამთავისის ტაძრისა და  აშურიანის ეკლესიის აგება. აშურიანის ეკლესიის ერთ-ერთ წარწერაში ნათქვამია, რომ ილარიონ სამთავნელი თვით ყოფილა მშენებელი ოსტატი. იგი მოხსენიებულია აგრეთვე სამთავისის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადის წარწერაში. სამთავისის ტაძარს შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების განვითარებაში დიდი წილი მიუძღვის თავისი მხატვრული ღირსებითა და ისტორიული მნიშვნელობით. მისი მშენებელი მომწიფებული ოსტატი და გაბედული შემოქმედი ჩანს. შენობის ფასადთა რთული დინამიკური კომპოზიცია, დიდი გემოვნებით შერჩეული მოსაპირკეთებელი ქვის ფერები, შენობის პროპორციები ხუროთმოძღვრის მაღალი ოსტატობის მაჩვენებელია. ილარიონ სამთავნელის მიერ შემოტანილი დეკორატიული სისტემა ფართოდ გავრცელდა და XIII საუკუნის I ნახევრამდე არსებობდა. სამთავისის ეპისკოპოსი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია:ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 105


Share: