The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილარიონ ქართველი (საკვირველმოქმედი)

ილარიონ ქართველი
Date of birth:822
Date of death:875
Burial location:ჰრომანის(რომანის) ქართველთა მონასტერი, კონსტანტინეპოლი
Category:Nobleman, Religious leader, Saint

Biography

ღირსი ილარიონ ქართველი დაიბადა კახეთში, კახელი აზნაურის ოჯახში.  ექვსი წლის ყრმა სასწავლებლად ღირსეულ და ღმრთისმოყვარე ბერს მიაბარეს. ილარიონი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა. როცა მამამ იხილა შვილის გულმოდგინება და ღვთის სიყვარული, იქვე, სოფელში, ააშენა მონასტერი. თოთხმეტი წლის ილარიონმა გადაწყვიტა, განრიდებოდა მამის ზედმეტ ყურადღებას, დატოვა მონასტერი, გარეჯის უდაბნოს მიაშურა და იქ დაიწყო მოღვაწეობა. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის განვითარებაში. ილარიონ ქართველის ქტიტორული მოღვაწეობა დაკავშირებულია კახეთის სამ ძეგლთან, ესენია ფერისცვალების ეკლესია დავით გარეჯის ლავრაში, ე. წ. ილარიონ ქართველის ფილიალი იმავე ლავრაში და აკურის მამადავითის დედათა მონასტერი. ილარიონ ქართველმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა. მოიარა პალესტინა (იერუსალიმი, თაბორი, ბეთლემი, იორდანიის უდაბნო, საწმინდის ლავრა), ბითინია (ოლიმპი), რომი ბიზანტია, კონსტანტინოპოლი, თესალონიკე), სადაც ეცნობოდა ქრისტიანულ სამყაროს კულტურის უდიდეს კერებს, ლიტერატურულ მიღწევებს, სამონასტრო ცხოვრების წესსა და რიგს. ილარიონ ქართველის სახელზე  შექმნილია ჰაგიოგრაფიული თხზულება- ,"ილარიონ ქართველის ცხოვრება". დღემდე მოღწეულია მისი ხუთი რედაქცია: ვრცელი ათონური (ხელნაწერი თარიღდება 1074 წლით), მეტაფრასული (ხელნაწერთა უმრავლესობა XVIII საუკუნით თარიღდება), მოკლე (XIII-XIV, XVIII სს.), ძველი სვინაქსარული (XII საუკუნიდან) და გვიანდელი სვინაქსარული (XVIII საუკუნიდან) რედაქციები. თხზულებაში ილარიონ ქართველი წარმოგვიდგება როგორც მონასტერთა მაშენებელი, წინამძღვარი, კახეთში დედათა და მამათა მონასტრების წესის და კანონის დამდები. დაკრძალულია კონსტანტინოპოლის მახლობლად ჰრომანის(რომანის) ქართველთა მონასტერში. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 105; orthodoxy.ge


Share: