Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რუსუდან მეფისაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ესენტუკი, რუსეთი. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიის ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1936 წელს. 1941 წლიდან მუშაობდა გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. 1986 წლიდან იყო ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი; მჭიდროდ იყო დაკავშირებული კულტურის ძეგლთა დაცვა-რესტავრაციის დარგში წარმოებულ საქმიანობასთან. 1980-იან წლებში იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს ძეგლთა ინსპექციის განყოფილებას. მისი გამოკვვლევები ძირითადად მიძღვნილია შუა საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრებისადმი. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, ნაშრომები ცალკეული ისტორიული პროვინციების ხუროთმოძღვრებისა და ზოგადად ქართული ხელოვნების შესახებ. მეცნიერულად აქვს აზომილი მრავალი ხუროთმოძღვრული ძეგლი ("Архитектурный ансамбль Гелати" თბილისი, 1966) და სხვა. ხელოვნების ისტორიკოსი, არქიტექტურის დოქტორი (1971). წყარო:თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.669; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 197 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |