The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეონ III

Date of birth:9??
Date of death:9??
Category:Royalty

Biography

''აფხაზთა სამეფოს'' (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაახლოებით 957-967, გიორგი II-ის ძე. გამაფებამდე დანიშნული იყო ქართლის ერისთავად. მამასთან ერთად იბრძოდა კახეთის შემოსაერთებლად. კახეთში ერთერთი ლაშქრობის დროს გიორგი II -ის გარდაცვალების გამო იძულებული გახდა დაზავებოდა კახეთის მეფე კვირიკე II-ს, რომელმაც თავი ლეონ III-ის ვასალად ცნო. ლეონ III-მ რამდენიმე ხნის შემდეგ განაახლა ბრძოლა კახეთის სამეფოს დასაპყრობად, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. მის დროს დასავლეთ საქართველოში დიდი სააღმშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა: ააშენეს მოქვის ეკლესია, რომელიც ლეონ III-მ საკათედრო ტაძრად აქცია; 864 წელს აშენდა კუმურდოს ტაძარი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.191; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.337


Share: