The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეონიდე ოქროპირიძე (საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი)

ლეონიდე ოქროპირიძე
Legal name:ლონგინოზ ოქროპირიძე
Date of birth:15 February, 1860
Date of death:24 June, 1921  (at 61 years)
Burial location:სიონის ტაძარი, თბილისი
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნაქალაქევი, გორის მაზრა.

დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია 1888 წელს.

1888-1897 წწ. იყო მისიონერი, კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოებრივი სკოლების ინსპექტორი, საქართველოს საეპარქიო სასწავლებელთა საბჭოს წევრი; ზედაზნის, ხირსის, იოანე ნათლისმცემლის მონასტერთა ზედამხედველი; ქართული ბიბლიის გამსწორებელი კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორის წევრი. 1918 წლიდან გორის, იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი, თბილისის მიტროპოლიტი, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი(1918-1921). რამდენიმე ნაშრომი აქვს დაბეჭდილი: "ორი სიტყვა დიდებულის საქართველოს მეფის ერეკლე მეორის გარდაცვალებიდან ასი წლის შესრულების გამო", 1898 წელს; მელიტონ კალენჯერიძესთან ერთად: "წმ. ნინოს დღეობა და მისი მნიშვნელობა", 1912 წელს; "სიტყვანი და მოძღვრებანი", ტ. I, 1914 წ.; "სიტყვა წმ. თამარ მეფის დღეს 1 მაისს, 1915 წ. და სხვ. იგი იყო ალექსანდრე ეპისკოპოსის ძმისწული და მისი აღზრდილი. დიდხანს მუშაობდა საინგილოსა და ჯავახეთში, განსაკუთრებით გამაჰმადიანებულ ქართველთა შორის.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.193; orthodoxy.ge; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.83-84; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.338


Share: