| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეონიდე (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დისევი, გორის მაზრა (ახლანდელი ერედვის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია 1888 წელს. 1888-1897წწ. იყო მისიონერი, კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოებრივი სკოლების ინსპექტორი, საქართველოს საეპარქიო სასწავლებელთა საბჭოს წევრი; ზედაზნის, ხირსის, იოანე ნათლისმცემლის მონასტერთა ზედამხედველი; ქართული ბიბლიის გამსწორებელი კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორის წევრი. 1918 წლიდან გორის, იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი, თბილისის მიტროპოლიტი, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი (1918-1921). რამდენიმე ნაშრომი აქვს დაბეჭდილი: "ორი სიტყვა დიდებულის საქართველოს მეფის ერეკლე მეორის გარდაცვალებიდან ასი წლის შესრულების გამო", 1898 წელს; მელიტონ კალენჯერიძესთან ერთად: "წმ. ნინოს დღეობა და მისი მნიშვნელობა", 1912 წელს; "სიტყვანი და მოძღვრებანი", ტ. I, 1914 წ.; "სიტყვა წმ. თამარ მეფის დღეს 1 მაისს", 1915 წ. და სხვ. იგი იყო ალექსანდრე ეპისკოპოსის ძმისწული და მისი აღზრდილი. დიდხანს მუშაობდა საინგილოსა და ჯავახეთში, განსაკუთრებით გამაჰმადიანებულ ქართველთა შორის. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.193; საქართველოს საპატრიარქო: patriarchate.ge; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.83-84; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.338 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

