შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე რიაზანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ნარვა, ესტონეთი. დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორია 1925 წელს(საკომპოზიციო). მეცადინეობდა ნ. ა. სოკოლოვთან, ლ. ვ. ნიკოლაევთან, მ. ო. შტეინბერგთან; მუსიკალური გამომცემლობის "Тритон"-ის პასუხისმგებელი რედაქტორი, ლენინგრადის თეატრისა და კინოს ისტორიის ხალხური შემოქმედების კაბინეტის გამგე(1940-1941); 1925-1942წწ. იყო ლენინგრადის კონსერვატორიის პედაგოგი, 1935 წლიდან პროფესორი, 1939-1942წწ. კომპოზიციის კათედრის გამგე; 1936, 1938-1939წწ. ქ. ბაქოს კონსერვატორიისა და თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი და კონსულტანტი, 1942 წლიდან პროფესორი; მუსიკალური განათლების თვალსაჩინო მოღვაწე, კომპოზიტორთა აღზრდის მეთოდიკის შემქმნელი; კითხულობდა ლექციებს მელოდიის, მუსიკალური ფოლკლორის საკითხებზე; აგროვებდა და ამუშავებდა ფოლკლორს, აქვეყნებდა წერილებს; ქართველი მოწაფეები: ა. ბალანჩივაძე, რ. გაბიჩვაძე, გრ. კილაძე, ა. მაჭავარიანი; სხვა მოწაფეები: ნ. ბოგოსლავსკი, ი. ძერჟინსკი, გ. სვირიდოვი, ვ. სოლოვიოვ-სედოი, ო. ჩიშკო; რუსი მუსიკისმცოდნე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 402
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |