Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია ბატონიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. მეფე გიორგი XII-ის ძე. 1808 წელს დედასთან, დედოფალ მარიამთან ერთად ადმინისტრაციული წესით რუსეთში გადაასახლეს. სწავლობდა პაჟთა კორპუსში. 1812-1823 წლებში მსახურობდა რუსეთის არმიაში. მონაწილეობდა 1812 წლის ომში ნაპოლეონის არმიის წინააღმდეგ. 1823 წელს პოლკოვნიკის წოდებით გადადგა სამხედრო სამსახურიდან და დასახლდა მოსკოვში. 1843 წლის 18 ივნისს, საქართველოს სამეფო ოჯახის წევრებს და მათ შორის ილია ბატონიშვილს, რუსეთის იმპერატორის ბრძანებით "უვადო" პენსიაზე დაემატათ "შთამომავლობითი" პენსიაც. 1844 წელს ფრანგულიდან ქართულად თარგმნა ინგლისელი ფილოსოფოსის კლარკის მიმოწერა გერმანელ ფილოსოფოს ლაიბნიცთან: "ბაასი ორთა უჩინებულესთა ფილოსოფთა ევროპიისათა კლარკ და ლეიბნიცისა". ილია ბატონიშვილი 1827 წელს მოსკოვში დაქორწინდა ანასტასია გრიგორიევნა ობოლენსკაიაზე. მას და ანასტასიას ეყოლათ 13 შვილი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 106; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.229; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.40
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |