| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსი მიმინოშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1933 წელს. ძირითადი ნამუშევრები: საცხოვრებელი სახლები სოხუმში, ე. ნინოშვილის ქუჩაზე; თბილისში - ნ. ნიკოლაძისა (1949; სსრლ სახელმწიფო პრემია, 1950) და ზ. ფალიაშვილის (1950-იანი წლები) ქუჩებზე, ბარნოვის ქუჩაზე (შემდეგ - არქიტექტორთა კავშირის სახლი, ამჟამად - ჩინეთის საელჩოს შენობა), "საქკვებმრეწვსახპროექტის" საწარმოო შენობა (1972), კონიაკის ქარხნის მთავარი კორპუსი (1960-იანი წლები); სასტუმრო წინანდალში, სადეგუსტაციო დარბაზი და მარანი დიღომში, კვების მრეწველობის რამდენიმე მნიშვნელოვანი საწარმო და სხვა. იგი შემოქმედებითად იყენებდა კლასიკური და ეროვნული ხუროთმოძღვრების ფორმებს, ამასთან თამამად და გაბედულად აქსოვდა შიგ საკუთარ ორიგინალურ ჩანაფიქრს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო:თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.677 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

