შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე იმნაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლაშისღელე, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი1930 წელს. 1939 წლიდან სამეცნიერო მოღვაწეობას იწყებს ამავე უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრაზე. 1949-1951 წლებში ხელმძღვანელობდა ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტში ქართული ენის კათედრას. მისი გამოკვლევები ეხება ძველ ქართულ ენას, მის ისტორიას, ლექსიკას, თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის საკითებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წვლილი ძველი ქართული ენის ძეგლების მეცნიერული პუბლიკაციასა და მათი ლექსიკონების შედგენაში. ქართული ენის მკვლევარი, ლექსიკოგრაფი, ტექსტოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1960). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 117; tsu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |