Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელიზბარ მინდელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სორი, ონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიის ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1931 წელს. 1933-1937წწ. მუშაობდა მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე; 1937-1954წწ. სსრკ ნახშირის მრეწველობის სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1954-1973წწ. ქ. მოსკოვის აკად. ა. სკოჩინსკის სახელობის სამთო საქმის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი და განყოფილების უფროსი; 1973-1980წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წულუკიძის სახ. სამთო მექანიკის ინსტიტუტის დირექტორი; მისი სამეცნიერო შრომები ეძღვნება საშახტო მშენებლობის, ქანის რღვევის პროცესებისა და ღრმა ჰორიზონტებზე ქანების გამოტყორცნის ფიზიკის საკითხებს, აფეთქებით ლითონების განმტკიცებას და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. თბილისში არის ელიზბარ მინდელის ქუჩა. მეცნიერი სამთო ქიმიის დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1964). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.678; წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 198-199 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |