The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელიზბარ მინდელი

ელიზბარ მინდელი
დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1910
გარდაცვ. თარიღი:7 ივნისი, 1980  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სორი, ონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიის ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1931 წელს.

1933-1937წწ. მუშაობდა მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე; 1937-1954წწ. სსრკ ნახშირის მრეწველობის სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1954-1973წწ. ქ. მოსკოვის აკად. ა. სკოჩინსკის სახელობის სამთო საქმის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი და განყოფილების უფროსი; 1973-1980წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წულუკიძის სახ. სამთო მექანიკის ინსტიტუტის დირექტორი; მისი სამეცნიერო შრომები ეძღვნება საშახტო მშენებლობის, ქანის რღვევის პროცესებისა და ღრმა ჰორიზონტებზე ქანების გამოტყორცნის ფიზიკის საკითხებს, აფეთქებით ლითონების განმტკიცებას და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. თბილისში არის ელიზბარ მინდელის ქუჩა. მეცნიერი სამთო ქიმიის დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1964).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.678; წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 198-199

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1979-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1970 - რსფსრ მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი (სამი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: