The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა მიქატაძე

დაბადების თარიღი:12 მარტი, 1905
გარდაცვ. თარიღი:22 აპრილი, 1979  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ძიმითი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1930 წელს.

1934 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია შინაგანი დინამიკა, ლირიკულობა და ხასიათის ფსიქოლოგიური სიღრმე, დახვეწილი ოსტატობა. ძირითადად მონუმენტალისტია: ნამუშევრები: "კოლმეურნე"(1932, მარმარილო, გაგზავნილი იყო მსოფლიო გამოფენაზე, პარიზში). 1956 ვ. ი. ლენინის მონუმენტი (ქ. მახარაძე, 1956 ქ. ვიბორგი, 1957 ქ. გომელი, 1958 ქ. ნიკოლაევი, 1969 ქ. თელავი, 1974 ქ. ხაშური). ი. სატალინის მონუმენტი(1950, ბრინჯაო, ქ. გორი),  ნ. კალანდარიშვილი(1960, ბრინჯაო, ქ. მახარაძე), "შვილის პორტრეტი"(1942, მარმარილო, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "დავით აღმაშენებელი"(1976, თაბაშირი).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.25

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი (2 ორდენი)

გააზიარე: