Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მსტისლავ როსტროპოვიჩი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბაქო. დაამთავრა ქ. მოსკოვის კონსერვატორია 1946 წელს(ვიოლონჩელო, საკომპოზიციო). 1948-1974წწ. იყო მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი(ვიოლონჩელო), 1960 წლიდან პროფესორი; 1970 წლიდან რეგულარულად მართავდა სოლო და სიმფონიურ კონცერტებს, ასევე როგორც კონცერტმაისტერი(მეუღლესთან - საოპერო მომღერალი გ. ვიშნევსკაია), მასტერკლასებს თბილისში, ბათუმში(2003, უკანასკნელად); მეგობრობდა ქართველ მუსიკოსებთან; 1972 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის გამო გააძევეს სსრკ-დან, მანამდე მისი უკანასკნელი კამერული და სიმფონიური კონცერტი გაიმართა თბილისში(1971, დირიჟორი გ. გოცირიძე, სიმფონიური კონცერტის პროგრამა, ვილონჩელოს კონცერტები: ბაბაჯანიანის, დვოტრჟაკის, პროკოფიევის, სენ-სანსის, შუმანის, ჩაიკოვსკის "ვარიაციები როკოკოს თემაზე", ხაჩატურიანის, ჰაიდნის, 1972, კამერული კონცერტი); 1973 წელს შედგა მისი სადირიჟორო დებიუტი მოსკოვში; მისადმია მიძღვნილი გ. ყანჩელის ვიოლონჩელოს კონცერტი "სიმი"(1996), რომლის პირველი შემსრულებელი იყო მსტისლავ როსტროპოვიჩი; ქართველი მოწაფეები: თ. გაბარაშვილი; 1978 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა ევროპაში; რუსი ვიოლონჩელისტი, საზოგადო მოღვაწე, XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოს-შემსრულებელი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 405 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |