The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანტონ რუბინშტეინი

ანტონ რუბინშტეინი
Date of birth:16 November, 1829
Date of death:8 November, 1894  (at 64 years)
Category:Conductor, Composer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ვიხვატინცი, მოლდოვა.

XIX საუკუნის 40-იანი წლაბიდან დაწყებული, უდიდესი წარმატებით გამოდიოდა ევროპის საკონცერტო სცენებზე; 1891 წელს თბილისში გამართა კონცერტი, რომლის შემოსავალი გადარიცხა თბილისის მუსიკალური სასწავლებლის დაარსების ფონდში, 1918 წელს ამ სასწავლებლის საფუძველზე თბილისში დაარსდა კონსერვატორია; ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობის ფასადზე აღმართულია რუბინშტეინის ქანდაკება; რუბინშტეინს ეკუთვნის ცნობილი ოპერა "დემონი"(1871, მ. ლერმონტოვის ამავე სახელიანი პოემის მიხედვით), საფუძვლად უდევს ქართული თემატიკა; 1871-1875, 1882-1883, 1920-1950წწ. ოპერა "დემონი" თბილისის ოპერის სცენაზე იდგმებოდა, ოპერაში ჩართულია ქართული ხალხური სიმღერების ინტონაციები, 1875 წელს ოპერის პრემიერა რუსეთში გაიმართა პეტერბურგში, ხოლო 1904 წელს ქართულ ენაზე დაიდგა სანკტ-პეტერბურგში; ანტონ რუბინშტეინი მეგობრობდა ქართველ მოღვაწეებთან, მათ შორის გ. ერისთავთან; თბილისის ოპერის სცენაზე იდგმებოდა მისი ოპერები: "მაკავეი"(1875), "ვაჭარი კალაშნიკოვი"(1880); მისი მეუღლე იყო ქართველი ვერა ალექსანდრეს ასული ჩიქოვანი(ჩიკუნოვა, 1841-1909); წარმოშობით ებრაელი, რუსი პიანისტი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 405



Share: