The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ვაშაკიძე

მიხეილ ვაშაკიძე
Date of birth:28 August, 1909
Date of death:27 November, 1956  (at 47 years)
Burial location:ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორია, აბასთუმანი
Category:Astronomer, Scientist, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1932 წელს.

1936-1956 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. წამოაყენა ვარსკვლავთა  სივრცული განაწილების შესწავლის ახალი მოხერხებული მეთოდი, რომელიც ცნობილია ვაშაკიძე-ოორტის მეთოდის სახელწოდებით. შეადგინა გარეგალაქტიკური ნისლეულებისა და გრძელპერიოდიანი ცეფეიდების ფერის მაჩვენებელთა კატალოგი, რის საფუძველზეც გამოიკვლია სინათლის ვარსკვლავთშორისი შთანთქმა. შეისწავლა მზის გვირგვინისა და ნისლეულების გამოსხივების პოლარიზაცია, აღმოაჩინა კიბორჩხალას ნისლეულის გამოსხივების ძლიერი არასითბური ბუნება. მან რამდენიმე შრომა მიუძღვნა ახალი ტელესკოპების გამოკვლევას. მისი უშუალო ხელმძღვანელობით აბასთუმნის ობსერვატორიის სამეცნიერო ექსპედიციების მიერ ტარდებოდა დაკვირვებები მზის სრულ დაბნელებებზე: ურალში (1941), კარელიაში (1945), ბრაზილიაში (1947), შუა აზიაში (1952) და ლაგოდეხში (1954). ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. შეყვანილია მსოფლიოს 400 გამოჩენილი ასტრონომის ბიოგრაფიულ ლექსიკონში. 1970 წელს ქ. ბრაიტონში (დიდი ბრიტანეთი) აშშ-ს დელეგაციის წარდგინებით, ასტრონომთა XIV გენერალურ ასამბლეაზე, ასტრონომიული მეცნიერების წინაშე დამსახურებისათვის, მთვარის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უკანა მხარის ერთ-ერთ კრატერს "ვაშაკიძის" სახელი ეწოდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1951), პროფესორი (1954). ასტროფიზიკოსი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.198

Member of Organizations

  • საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის დარგობრივი კომისია , წევრი
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომიული საბჭო, წევრი

Bibliography


Share: