შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ლეჟავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა ლენინგრადის მ. ფრუნზეს სახელობის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი 1927 წელს. 1927-1932წწ. მსახურობდა კასპიის სამხედრო ფლოტილიაში. 1932 წელს სწავლობდა ლენინგრადის საზღვაო ფლოტის მეთაურთა კურსებზე. 1933-1937წწ. კასპიის სამხედრო ფლოტილიის დივიზიონის მეთაური, 1937 წელს გადაიყვანეს ბალტიის ზღვის სამხედრო ფლოტში; 1939 წლიდან საესკადრო ნაღმოსანთა ბატალიონის მეთაური, სამოსწავლო რაზმის უფროსი; 1939-1940წწ. მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში თეთრფინელების წინააღმდეგ. 1941 წელს იგი იყო სამხედრო-საზღვაო ბაზის უფროსი, 1942 წელს ლენინგრადის სამხედრო-საზღვაობაზის უფროსის მოადგილე. საბჭოთა კონტრ-ადმირალი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.197; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.343 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |