The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შანშე ლეჟავა

შანშე ლეჟავა
ოფიციალური სახელი:სიმონ ლეჟავა
დაბადების თარიღი:1 დეკემბერი, 1876
გარდაცვ. თარიღი:20 სექტემბერი, 1938  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წკადისი, რაჭის მაზრა.

დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1910 წელს.

ოდესის უნივერსიტეტში სწავლის დროს მუშაობდა სტუდენტთა სოციალ-დემოკრატთა წრეში, მონაწილეობდა გაზეთების "ისკრისა" და "ზარიას" გავრცელებაში, სტუდენტთა ინტერნაციონალურ გაერთიანება "ფაკელის" შექმნაში, რისთვისაც დააპატიმრეს და ოდესის ციხეში ჩასვეს. 1905 წელს პოლიციის ზედსამხედველობით დაბრუნდა თავის სოფელში. მან რაჭა-ლეჩხუმში ჩამოაყალიბა ბოლშევიკური ორგანიზაციები, ხელმძღვანელობდა წითელ რაზმს, რომელიც აქტიურად მოქმედებდა 1905 დეკემბრის შეიარაღებული აჯანყების დროს. 1905-1907 წწ. რევოლუციის დამარცხების შემდეგ რეპრესირებული იყო. 1906 წელს არალეგალურად გაემგზავრა ვენაში, დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი; შემდეგ ჟენევაში გაემგზავრა, სადაც პირადად გაიცნო ვ. ლენინი. 1909 წელს დაბრუნდა საქართველოში და კვლავ დააპატიმრეს. 1912 წ-დან პარტიული მუშაობა განაგრძო პეტროგრადში, მოსკოვში, რაჭის მაზრაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ხელმძღვანელობდა ფოთის ბოლშევიკურ ორგანიზაციას. მონაწილეობდა დასავლეთ საქართველოში მენშევიკების წინააღმდეგ გამოსვლებში, რისთვისაც დააპატიმრეს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი ხელმძღვანელ პარტიულ და საბჭოურ სამუშაოებზე იყო. 1928 წელს  მონაწილეობდა კომინტერნის VI კონგრესის მუშაობაში. არაერთხელ აურჩევიათ საქართველოს კპ(ბ) ცკ-ის და საქართველოს ცაკის წევრად. 1932 წელს აირჩიეს საქართველოს კპ(ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრად. მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს მშრომელთა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის საქმეში. მისი ხელმძღვანელობით აშენდა კურორტი შოვი და სხვა სამედიცინო დაწესებულებები. საინტერესო მოგონებები აქვს რევოლუციურ მოძრაობასა და პარტიულ მუშაობაზე. პროფესიონალი რევოლუციონერი, რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.197; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.345

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ წევრი (1896-)

გააზიარე: