შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ედიშერ სავიცკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1994-1998წწ. სწავლობდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(საფორტეპიანო). 1998 წელს აშშ, ინდიანას შტატის უნივერსიტეტის ლ. თორაძის საფორტეპიანო სტუდიის სტუდენტი; 1999 წელს სანტა-ბარბარას(აშშ, კალიფორნია) მუსიკალური აკადემიის სტუდენტი; 6 პიანისტიდან ერთ-ერთი, რომელიც ჩაირიცხა "Ravinia Steans Music Institute"-ში(2001, ჩიკაგო); 2007 წელს შედგა დებიუტი კარნეგი-ჰოლის(ნიუ-იორკი) სცენაზე; 2013 წლიდან არის მიჩიგანის შტატის(აშშ) უნივერსიტეტის დოქტორი, 2014 წლიდან ალაბამას(აშშ) სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი; ფესტივალების: გილმორი, რური, ზალცბურგი, რავინია მონაწილე; აქვს გამოსვლები ცნობილ ორკესტრებთან; ქართული რეპერტუარი: რ. ლაღიძე რონდო-ტოკატა, ი. ბარდანაშვილი "ფანტაზია"; სხვა რეპერტუარი, კონცერტები: ბეთჰოვენი N1, 5, სამმაგი, ბრამსი N1, 2, "სიკვდილის ცეკვები", რახმანინოვი N2, 3, პროკოფიევი N2; კამერული რეპერტუარი: ი. ს. ბახი, სკარლატი, მოცარტი, შუმანი, შოპენი, დებიუსი, ფრანკი, პროკოფიევი; არის კონკურსების ლაურეატი: "ახალი სახელები" (რუსეთი), უილიამ ს. ბიორდის სახელობის კონკურსის II პრემია (1999), I პრემია (მინეაპოლისი, ჰილტონ-ჰედ-აილენდი, 2001). პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 412
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |