The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვანო ინწკირველი

ვანო ინწკირველი
Other name:სტეპკო
Date of birth:15 August, 1887
Date of death:20 May, 1908  (at 20 years)
Burial location:ბაქო
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ფანფალეთი, ოზურგეთის მაზრა.

1901 წლიდან ეწეოდა არალეგალურ მოღვაწეობას. 1905-1907 წწ. რევოლუციის დროს იყო ჭიათურის მუშათა პოლიტიკური გაფიცვების და შოროპნის მაზრაში დეკემბრის შეიარაღებული აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი; შოროპნის მაზრის სამხედრო-რევოლუციური შტაბის მეთაური; მონაწილეობდა ჩხარის საპოლიციო უბნის, ყვირილის სამაზრო საპოლიციო სამმართველოსა და თენგინის პოლკის ჯარისკაცების განიარაღებაში. 1906-1907 წწ. პროპაგანდას ეწეოდა თბილისის მუშათა არალეგალურ წრეებში, დისკუსიებზე გამოდიოდა ბოლშევიკური პარტიის პოზიციების დასაცავად და სხვა. 1908 წელს პარტიული დავალებით გაემგზავრა ბაქოში, სადაც დაიღუპა პოლიციასთან შეტაკების დროს. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოსა და ამიერკავკასიაში. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 186


Share: