The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარინა მიწიშვილი

მარინა მიწიშვილი
Date of birth:1928
Date of death:1998  (at 70 years)
Category:Historian

Biography

მისი კვლევის საგანს შეადგენდა შუა საუკუნეების მოჭიქული კერამიკა და მეთუნეობის განვითარების ისტორია. მონოგრაფიულად შეისწავლა თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვართან - "განჯისკართან" განლაგებული კერამიკული საწარმოს არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული კერამიკული მასალა და მოგვცა მისი კლასიფიკაცია. ნუმიზმატიკურ მასალასთან შეჯერების შედეგად დაადგინა სახელოსნოს არსებობის ქრონოლოგიური საზღვრები IX საუკუნიდან მონღოლთა შემოსევამდე (XIII ს. I ნახ.). კვლევის საფუძველზე გამოთქვა მოსაზრება, რომ თბილისის სამხრეთ გალავნიდან ხელოსანთა და ვაჭართა უბანი (რაბათი) იყო. თბილისს ეძღვნება მისი ნაშრომები: თბილისური კერამიკა ("საბჭოთა საქართველო", 1965, N9); თბილისის დედაქალაქზე აღმოჩენილი მოჭიქული კერამიკა (კრ. ფეოდალური საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები ტ. 2, თბ., 1974.). თბილისის ფეოდალური ხანის არქეოლოგიური ძეგლების მკვლევარი, არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1998).

წყარო:თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.682

Bibliography


Share: