შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ სალარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მეტეხი, კასპის რაიონი. 1929-1930წწ. სწავლობდა თბილისის შ. რუსთაველის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში. 1930-1935წწ. მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრებში: ჭიათურის(1931-1932), ქუთაისის(1938-1939), 1939 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრის წამყვანი სოლისტი; ქართული რეპერტუარი, რამდენიმე ათეული როლი, მათ შორის: ბოღმა ვანო, შაქრო(გ. ცაბაძე "კურკას ქორწილი", "მეტეხის ჩრდილში"), კარაპეტა(შ. მილორავა "ძუნწი"), მამაზეციერი(გ. ჩლაიძე "ღვთაებრივი კომედია"), მთავარი როლი(ო. თევდორაძე "შვეიკი მიდის ომში", 1968, პრემიერა), მთავარი როლი(ბ. კვერნაძე "ცოლები და ქმრები", 1970, პრემიერა), მთავარი როლი(ვ. აზარაშვილი "შვიდნი ძმანი გურჯანელნი", 1972, პრემიერა), მთავარი როლი(შ. მილორავა "დედისერთა ჯარში მიდის", 1975), მთავარი როლი(მ. ჩირინაშვილი "ძველი თბილისის სურათები", 1975, პრემიერა), მთავარი როლები(შ. მილორავა "ჩანჩურა", 1976, პრემიერა, "ჩემი კეთილი მეზობელი", 1976, პრემიერა, "სათაგური", 1978, პრემიერა), მთავარი როლი(გ. ცაბაძე "მე სიყვარულის მომღერალი ვარ", 1979, პრემიერა). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 415; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.328 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |