The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მანანა მნათობიშვილი

მანანა მნათობიშვილი
Date of birth:11 June, 1962  (62 years)
Category:Scientist, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1984 წელს.

მსოფლიოს და ევროპის  ორგზის მეორე პრიზიორი ცალკეულ ვარჯიშებში (1980); მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე პრიზიორი (1981, გამარჯვებული ცალკეულ ვარჯიშებში); სსრკ თასის მეორე პრიზიორი (1979), სსრკ მოსწავლეთა XV სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1978); გამოდიოდა ქალთა სამეულში ნ. კიკილაშვილთან და მ. შილაკაძესთან ერთად. ასევე  სსრკ ჩემპიონატის მეორე პრიზიორი წყვილებში (1984). მწვრთნელი  ვ. გურგენიძე; 2006-2007წწ. საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის აკადემიური საბჭოს წევრი; 2007-2011წწ. ილიაუნის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ცენტრის "სპორტის აკადემია" კურიკულუმის ექსპერტი, სრული პროფესორი; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი (2014) და ხარისხის უზრნველყოფის სამსახურის უფროსი (2014-2020); მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპორტის საგნობრივი ექსპეტრი (2020); 2011-2022წწ. სასერტიფიკაციო ტრენინგების და გადამზადების ტრენერი, ექსპერტი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მოწვეული ექსპერტი (2010, 2011, 2017); სპორტის მეცნიერების მიმართულებით მონოგრაფიის, მეთოდური სახელმძღვანელოების და მრავალი ნაშრომის ავტორი. სპორტსმენი (აკრობატიკა, ქალთა სამეული), საქართველოსა და საერთაშორისო ტურნირების  მრავალგზის გამარჯვებული, პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2003).

 წყარო: თბილისი : ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.683

Awards and Honors

  • 2009 - საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი
  • 1982 - სსრკ თასის მფლობელი
  • 1981 - სსრკ ჩემპიონი
  • 1981 - სსრკ თასის მფლობელი
  • 1980 - მსოფლიოს ჩემპიონი (აბსოლუტური ჩემპიონი)
  • 1980 - სსრკ თასის მფლობელი
  • 1980 - სსრკ ჩემპიონი
  • 1980 - ევროპის ჩემპიონი (აბსოლუტური ჩემპიონი)
  • 1979 - საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი
  • 1979 - სსრკ ჩემპიონი (ახალგაზრდებს შორის)
  • 1979 - სსრკ ჩემპიონი
  • 1978 - სსრკ სპორტის ოსტატი

Share: