შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა მნათობიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1984 წელს. მსოფლიოს და ევროპის ორგზის მეორე პრიზიორი ცალკეულ ვარჯიშებში (1980); მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე პრიზიორი (1981, გამარჯვებული ცალკეულ ვარჯიშებში); სსრკ თასის მეორე პრიზიორი (1979), სსრკ მოსწავლეთა XV სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1978); გამოდიოდა ქალთა სამეულში ნ. კიკილაშვილთან და მ. შილაკაძესთან ერთად. ასევე სსრკ ჩემპიონატის მეორე პრიზიორი წყვილებში (1984). მწვრთნელი ვ. გურგენიძე; 2006-2007წწ. საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის აკადემიური საბჭოს წევრი; 2007-2011წწ. ილიაუნის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ცენტრის "სპორტის აკადემია" კურიკულუმის ექსპერტი, სრული პროფესორი; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი (2014) და ხარისხის უზრნველყოფის სამსახურის უფროსი (2014-2020); მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპორტის საგნობრივი ექსპეტრი (2020); 2011-2022წწ. სასერტიფიკაციო ტრენინგების და გადამზადების ტრენერი, ექსპერტი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მოწვეული ექსპერტი (2010, 2011, 2017); სპორტის მეცნიერების მიმართულებით მონოგრაფიის, მეთოდური სახელმძღვანელოების და მრავალი ნაშრომის ავტორი. სპორტსმენი (აკრობატიკა, ქალთა სამეული), საქართველოსა და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული, პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2003). წყარო: თბილისი : ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.683 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |