Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ვაშაყმაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ახალსაყდარი, ყოფილი ოზურგეთის მაზრა. მონაწილეობდა გურიის გლეხობის შეიარაღებულ გამოსვლებში. ასრულებდა საკავშირო კპ(ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის სპეციალურ დავალებებს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ(1921) იყო დუშეთისა და ახალსენაკის კომკავშირის სამაზრო კომიტეტის მდივანი. 1923 წელს საქართველოს კპ. ცკ-მა ივანე ვაშაკიძე სასწავლებლად გააგზავნა მოსკოვში. 1926 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმმწიფო უნივერსიტეტი, კომუნისტური აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა, რის შემდეგ იქვე დაიწყო მუშაობა მეცნიერ-თანამშრომლად და ისტორიული მატერიალიზმის სექციის სწავლულ მდივნად. უმაღლეს სასწავლებლებში კითხულობდა დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის კურსს. 1930 წელს დანიშნეს საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორად და აირჩიეს დიალექტიკური მატერიალიზმის კათედრის პროფესორად. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სსრ განათლების სახელმწიფო კომისრის მოადგილედ, ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის დირექტორად. 1934 წელს აირჩიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის პრეზიდიუმის წევრად. იკვლევდა დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის საკითხებს. არის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.200 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |