Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ტოროტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა თბილისის პოლიგრაფსკოლა 1927 წელს და მოსკოვის პოლიგრაფიის ინსტიტუტი 1935 წელს. 1929-1959 წლებში ცხოვრობდა მოსკოვში და მუშაობდა მოსკოვის უცხოური და ნაციონალური ლექსიკონების სახელმწიფო გამომცემლობაში. თბილისში დაბრუნების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის სტამბაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარ რედაქციაში, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტში. 1948 წელს გამოსცა ლინოტიპის პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო. 1958-1963 წლებში ჟურნალში "მეცნიერება და ტექნიკა" აქვეყნებდა სტატიებს პოლიგრაფიის საკითხებზე. 1964 წელს გამოქვეყნდა მის მიერ შედგენილი "ერთეულთა საერთაშორისო სისტემა", ხოლო 1967 წელს - "კორექტურული ნიშნები და მათი გამოყენება". მუშაობდა მხატვრული თარგმანის სფეროშიც - ნინო მამისაშვილთან ერთად თარგმნა ჯეი დაისის "ვაშინგტონის ისტორია" (1964). მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ლექსიკოგრაფიის განვითარებაში: არის მოკლე რუსულ-ქართული ლექსიკონის შემდგენელი (რედაქტორი პროფ. სიმონ ყაუხჩიშვილი). ლექსიკონის პირველი გამოცემა გამოქვეყნდა 1959 წელს, მეორე შესწორებული და შევსებული გამოცემა კი - 1969 წელს. მის მიერ ნინო მამისაშვილთან ერთად შედგენილი რუსულ-ქართული პოლიგრაფიული ლექსიკონის ნაწილი 1967-1969 წლებში დაიბეჭდა ჟურნალებში "პოლიგრაფისტი" და "საქართველოს პოლიგრაფია". ლექსიკოგრაფი, პოლიგრაფისტი. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |