The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი გურჯიევი

გიორგი გურჯიევი
Date of birth:28 November, 1872
Date of death:29 October, 1949  (at 76 years)
Category:Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: ალექსანდროპოლი (ახლანდ. გიუმრი), სომხეთი.

 ბავშვობა გაატარა ალექსანდროპოლში, ყარსსა და თბილისში. შეისწავლა ქართული ენა. საქართველოდან სრულიად ახალგაზრდა გაემგზავრა აზიისა და აფრიკის ქვეყნებში, ხანგრძლივად ცხოვრობდა ტიბეტში. გადმოცემით, ტიბეტ-ინგლისის ომის წლებში (XX ს. დასაწყისი) იყო დალაი-ლამას მრჩეველი. დაეუფლა იოგების მოძღვრებას, ოკულტიზმსა და სპირიტიზმს. 1913 წელს მოსკოვსა და პეტერბურგში შემოიკრიბა მოსწავლეთა და თანამოაზრეთა დიდი ჯგუფი. სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა ესენტუკში, თბილისში, სტამბოლსა და პარიზში. 1919 წელს თბილისში გახსნა "ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი", სადაც ატარებდა საჯარო ლექციებს თავისი მოძღვრების იმ ძირითად საკითხებზე, რომლებიც მაშინ გამოქვეყნებული არ ჰქონდა. თბილისში დაუახლოვდა ქართველ ინტელიგენციას. 1822 წლიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თავდაპირველად პარიზის მახლობლად (ფონტენბლო), ხოლო 1933 წლიდან პარიზში. მისი მოძღვრების თანახმად, ადამიანი არასრულქმნილი იბადება, მისი ცნობიერება მთვლემარე მდგომარეობაშია, რის გამოც ინსტინქტები სჭარბობს ცნობიერ ქცევებს. საჭიროა ჩვენი ნამდვილი "მე"-ს აღმოჩენა, არაცნობიერი ქცევის აღკვეთა და ცნობიერების სრული ამოქმედება. ამ პროცესს იგი ადამიანის ევოლუციას უწოდებს და სულის უკვდავყოფის გზად სახავს. თვლის, რომ ადამიანი თვითგანვითარებადი სისტემაა, რომლის სრულქმნა შესაძლებელი და აუცილებელია. მოწაფეები და თაყვანისმცემლები მას უწოდებდნენ "კაცობრიობის სულიერი კულტურის განმაახლებელს", "დიდ მოგვს", "უდიდეს მოაზროვნეს", რომელიც იღვწოდა დასავლეთის კულტურის დეკადანსისა და დაღუპვისაგან გადასარჩენად. მისი ცხოვრება და შემოქმედება ფართოდ აისახა როგორც უცხოელი, ისე ქართველი ავტორების შრომებში. თეოსოფი, აღმოსავლური ოკულტიზმის მიმდევარი, ქრისტიანული მისტიკურ- ანთროპოლოგისტური მოძღვრების ავტორი, წარმოშობით ბერძენი.

წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_გურჯიევი



Share: