Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჩე (ქორეპისკოპოსი)![]()
Biographyვაჩე, კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 827-839 წლებში. გარდაბნელ მთავართა-დონაურების საგვარეულოდან. ვაჩე უნდა იყოს "მატიანე ქართლისაიში" მოხსენიებული დაჩი ქორეპისკოპოსი (იოვანე ქვაბულის ძის შვილი). 827 წელს, კახეთის მთავრის გრიგოლის გარდაცვალების შემდეგ, გარდაბნიდან გამოსულმა დონაურთა საგვარეულოს მთავრებმა შეთქმულება მოაწყვეს, ხელში ჩაიგდეს კახეთ-კუხეთ-გარდაბნის პოლიტიკური ძალაუფლება და ვაჩე დონაური გაამთავრეს. ქორეპისკოპოს ვაჩე დონაურის დროს კახეთში აჯანყდნენ არაბების წინააღმდეგ. არაბი მწერლის, იაკუბის ცნობით, დაახლოებით 829-832 წლებში არაბებმა გამდგარი თბილისის საამიროსა და ამბოხებული წანარების წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი ლაშქარი გამოგზავნეს სარდალ ხალიდ იბნ იაზიდის სარდლობით, რომელმაც აჯანყება სასტიკად ჩაახშო. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.204
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |