Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კობა გურული![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვედა საქარა, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1956 წელს. მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია თემატიკის მრავალფეროვნება, ფორმის მოქნილობა, ძლიერი ნახატი, დახვეწილი კომპოზიცია; ლითონმქანდაკებლობაში დანერგა მრავალი ახალი ტექნიკურ-მხატვრული ხერხი, შექმნა მოჩარჩოების რამდენიმე ორიგინალური ფორმა. სამუშაო მასალად იყენებდა სხვადასხვა სახის ლითონს, ქმნიდა რელიეფურად ამოყვანილ სამკაულებს, წიგნის ყდის მოჭედილობებს, ლითონის დაზგურ ქანდაკებებს და მონუმენტურ- დეკორატიულ ქანდაკება-პანოებს. ნამუშევართაგან აღსანიშნავია: ციკლი ქართული სოფლის ცხოვრების თემაზე "მიწა და ადამიანები" (1963–1974, ავტორის კუთვნილება), მონუმტური ქანდაკება "ავთანდილის სიმღერა" (1965, თბილისის მუსიკალური თეატრისათვის), იზმირის მსოფლიო გამოფენაზე საქართველების პავილიონის მხატვრული გაფორმებისათვის შექმნილი ფრიზი (1965), ჭედური კომპოზიციები ("მედეას მოტაცება", "რუსთაველი და ვეფხვი", "თინათინის სიმღერა", "სინაზე" და სხვ.) საოკეანო ლაინერის "შოთა რუსთაველის" ინტერიერისათვის (1966), ლითონის ქანდაკება - პანოები ("თამარი", "ბექა და ბეშქენ ოპიზრები", "სულხანსაბა ორბელიანი", "რუსთაველის ფრესკა იერუსალიმში") ქართული ენციკლოპედიის რედაქციის ინტერიერისათვის (1968), პანოები ლაინერისთვის "აჭარა" (1968) და სხვ. მისი პერსონალური გამოფენები მოეწყო თბილისში ორჯერ (1970, 1973), გერმანიაში, იუგოსლავიაში, უნგრეთში, მოსკოვში, ლენინგრადში და სხვ. მოქანდაკე, ოქრომქანდაკებელი, თანამედროვე ქართული ჭედური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.225 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |