The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მხეიძე

გიორგი მხეიძე
სხვა სახელი:გოგი მხეიძე
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1905
გარდაცვ. თარიღი:19 სექტემბერი, 1992  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: საბურთალოს სასაფლაოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1930 წელს.

1930 წლიდან მუშაობდა ქუთაისში ქალაქის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგედ; 1941-1945 წლებში დიდი სამამულო ომის დროს თბილისის ერთ-ერთი ევაკოჰოსპიტლის სამედიცინო ნაწილის უფროსად; 1957 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, სანიტარულ -ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის გამგე.  ძირითადად შეისწავლიდა საჭმლის მომნელებელი ორგანოების პათოლოგიის საკითხებს. მოხუცებულობაში გულ-სისხლძარღვთა დაავადების კლინიკას და სხვა. ქართველი თერაპავტი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7-თბ., 1984.-გვ.277; aversi.geსაქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.263

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: