Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დაუდ-ხანი![]()
Biographyგანჯა-ყარაბაღის ბეგლარბეგი 1625–1633წწ. წარმომავლობით ქართველი. ცოლად ჰყავდა თეიმურაზ I-ის და ელენე. იყო ნიჭიერი მხედართმთავარი. მისი ხელმძღვანელობით ირანის ჯარმა 1614 წელს დაიპყრო გამბრუნი; 1618 წელს არდებილთან შეაკავა ოსმალები და შემდეგ უკუაქცია ისინი; ეწეოდა დიდ სააღმშენებლო საქმიანობას – ააგო ბაზრები, ქარვასლები და სხვ.; ახლო ურთიერთობა ჰქონდა გიორგი სააკაძესთან და გარეული იყო მარტყოფის აჯანყების მომზადებაში. შაჰის ბრძანებით აჯანყებულ ქართველთა წინააღმდეგ უნდა გამოსულიყო, თუმცა, ავადმყოფობის საბაბით, უარი თქვა ამ ბრძანების შესრულებაზე; 1625 წელს, როგორც შაჰის მოციქული, მონაწილეობდა თბილისის მახლობლად თეიმურაზ I-თან გამართულ მოლაპარაკებაში; მისი მცდელობით შემუშავდა საქართველოს მიმართ შაჰ–აბას I-ის კომპრომისული პოლიტიკა; 1629 წელს ირანში შაჰ-სეფი I-ის კარზე დაწინაურებულმა ქართველმა ბატონიშვილმა ხოსრო-მირზამ (შემდგომ ქართლის მეფე როსტომი) მოახერხა მისი ჩამოქვეითება; 1630–1631წწ. სეფი I-მა დაუდ-ხანი მეჯლისიდან გააძევა; 1633 წელს აქტიურად მონაწილეობდა თეიმურაზ I-ის მეთაურობით სეფიანთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში; მან ყაჯართა ერთი ჯგუფი წაიყვანა საქართველოში, შემდეგ აჯანყებულებმა ყაჯართა თავკაცები დახოცეს და განჯა-ყარაბაღი დაარბიეს. სეფი I-მა თეიმურაზს მოსთხოვა დაუდ-ხანის გაცემა, სანაცვლოდ პატიებას შეჰპირდა, მაგრამ თეიმურაზმა შაჰს უარი შეუთვალა. დაუდ-ხანმა ოსმალეთს შეაფარა თავი. ალავერდი-ხანის (ალავერდ უნდილაძე) ძე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.335; საქართველოს სამეფოს ვებ-გვერდი: georoyal.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |