The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ მოსეშვილი

ნიკოლოზ მოსეშვილი
დაბადების თარიღი:1913
გარდაცვ. თარიღი:1987  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

1930-1932წწ. მსახიობად მუშაობდა თბილისის მუშა-ახალგაზრდობის  და 1936-1956წწ. თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსკომედიის თეატრებში. იყო ქართული საოპერო თეატრისა და ესტრადის პოპულარული მსახიობი. გამოირჩეოდა ხალასი ნიჭით, მუსიკალობით, სცენური სიმართლით, უშუალობით. უხვად იყო დაჯილდოებული იუმორის გრძნობით, იმპროვიზაციის ნიჭით და არაჩვეულებრივი აქტიორული მომხიბვლელობით. მუსკომედიის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ბონი (ი. კალმანის "სილვა"), იბრაჰიმი (ნ. გუდიაშვილის "შეხვედრა აგარაკზე"), გერმანი (რ. ფრიმლისა და პ. სტოტჰარტის "როზ-მარი"), სიმონიკა (ვ. ცაგარეიშვილის "მზის დაბნელება"), კუსპარა, ოთარ ჩიტია (ა.კერესელიძის "მსახიობის სიყვარული", "თბილისის ცის ქვეშ"), ბენია წივწივაძე, კაკუნია (გ. ცაბაძის "ახალი სიმღერა", "ჩვენი ნაცნობები") და სხვა. მსახიობთა იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თბილისის მუსკომედიის თეატრს და განსაზღვრა მისი შემოქმედებითი სახე. 1956 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში მოღვაწეობდა. მან ე. ჩოხელთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ საესტრადო ხელოვნების განვითარებაში.

წყარო:თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.687-688

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1948 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: