The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლიკოფრონი

Date of birth:00??
Date of death:00??
Category:Poet

Biography

ლიკოფრონის შეუთხზავს 11 წიგნის შემცველი ისტორიულ-ლიტერატურული გამოკვლევა "კომედიისათვის" და 20-მდე ტრაგედია (მოღწეულია ფრაგმენტები და სათაურები). სრულადაა შემონახული მისი პოეტური თხზულება "ალექსანდრა" ანუ "კასანდრა", რომელიც შეიცავს 1474 იამბიკური ტრიმეტრით გამართულ კარედს. ნაწარმოებში დაცულია მრავალი მითოლოგიური და ისტორიულ-გეოგრაფიული ხასიათის ცნობა. მოხსენიებულია არგონავტების თქმულების ამბებიც: 50 მოგზაურთან ერთად იასონის ჩასვლა "ლიგისტიკურ კუტაიაში" (ქუთაისში), ურჩხულის დაძინება, ცეცხლმფრქვევი ხარების დამორჩილება და "მეტყველი კაჭკაჭით" (ხომალდი "არგო") ცხვრის ტყავის (ოქროს საწმისი) და "ნათესავთმკვლელის ჩიტის" ( მედეა) გატაცება; მოთხრობილია აგრეთვე აიასა და კორინთის გამგებლის - აიეტის მიერ მედეას საძებრად გამოგზავნილი კოლხების პოლაში დასახლების და საიქიოს სამეფოში აქილევსის "კუტაიელ" ასულზე (მედეა) დაქორწინების ამბები. ლეკოფრონის თხზულებები დაწერილია მეტისმეტად ღვლარჭნილი ენით, რის გამოც ავტორს ''სკოტეინოსი'' (ბნელი) შეარქვეს. "ალექსანდრას" XI ს. ხელნაწერს დართული აქვს ძვირფას ცნობათა შემცველი სქოლიოები, რომელთა საფუძველზე, აგრეთვე სხვა წყაროთა გამოყენებით დაიწერა "ალექსანდრას" "განმარტებები", რომლის ავტორობას იოანე ცეცეს მიაწერენ. ძველი წელთაღრიცხვის ბერძენი პოეტი, გრამატიკოსი, ალექსანდრიული სკოლის წარმომადგენელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.238



Share: