Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოანე VI (კათალიკოსი)![]()
Biographyდავით აღმაშენებლის სახელმწიფო ღონისძიებების ენერგიული გამტარებელი, 1103 წელს თავმჯდომარეობდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას, რომელმაც ეპისკოპოსობიდან გადააყენა ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდეგე დიდგვაროვანი ფეოდალები და მათ ადგილზე დანიშნა მეფის ერთგულნი; მოაწესრიგა საეკლესიო წყობილების დარღვეული ნორმები, შეიმუშავა და დადგენილების სახით გამოუშვა ახალი საეკლესიო კანონები. დავით აღმაშენებლის ინიციატივით 1123 წელს იოანემ შიომღვიმის სამეფო მონასტერს მიანიჭა მის საყმო მამულში სასამართლო და საგადასახადო შეუვალობა. იოანე კათალიკოსი ზრუნავდა საზღვარგარეთის ქართული კულტურის ცენტრებში ლიტერატურული მუშაობის გაცხოველებისათვის. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.- თბ., 1980.- გვ. 187
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |