| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი მჟავია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა ნოვოჩერკასის პოლიტექნიკურ სასწავლებელში, შემდეგ დაამთავრა გიორგი ჯაბადარის საესტრადო სტუდია 1920 წელს. პირველად სცენაზე გამოვიდა 1918 წელს, გიორგი ჯაბადარის ხელმძღვანელობით. 1920 წლიდან მიიწვიეს თბილისის ქართულ დრამაში (ახლანდელი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი), სადაც გარდაცვალებამდე მუშაობდა. მის მიერ შექმნილ სახეებს ახასიათებდა დამაჯერებლობა, დრამატული სიმძაფრე, ემოციურობა. როლებიდან აღსანიშნავია ბარონი როზენი, შადიმანი (ს. შანშიაშვილის "არსენა", "გიორგი სააკაძე"), გარსია კასტრო (გ. მდივნის "ალკაზარი"), შმაგა, მამაევი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულოდ დამნაშავენი", "ზოგჯერ ბრძენიც შეცდება"), შუისკი (ვ. სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე"), შპილბერგი (ფ. შილერის "ყაჩაღები") და სხვ. წყარო:თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.690; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.382 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

