შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სამუილ სამოსუდი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი 1906 წელს. 1917-1919წწ. იყო პეტერბურგის "მარიას" თეატრის დირიჟორი; 1918-1936წწ. ლენინგრადის მცირე საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1936-1943წწ. სსრკ დიდი თეატრის დირიჟორი; 1943-1950წწ. მოსკოვის სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის თეატრის დირიჟორი; აქტიურად მონაწილეობდა საბჭოთა ოპერის შექმნაში(შოსტაკოვიჩი "კატერინა იზმაილოვა", ძერჟინსკი "წყნარი დონი", პროკოფიევი "ომი და მშვიდობა", "სიმიონ კოტკო"); გამოდიოდა სიმფონიურ კონცერტებში; წარმოშობით ებრაელი, რუსი მუსიკოსი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 417 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |