შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ სამჭკუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მარტყოფი, გარდაბნის რაიონი. დაამთავრა ხალხური შემოქმედების სახლთან არსებული საგუნდო-სადირიჟორო კურსები, კონსერვატორიასთან არსებული I მუსიკალური სასწავლებელი(საგუნდო-სადირიჟორო). ჩაირიცხა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(ვოკალური); მისი პირველი პედაგოგი იყო ხალხური სიმღერის კარგი მცოდნე და ფანდურზე დამკვრელი მ. სამჭკუაშვილი; ომისა და ხელმოკლეობის გამო სწავლა ვერ დაასრულა, სოფელში დაბრუნდა და მარტყოფის რაიონის სხვადასხვა სკოლაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა; 1930-იანი წლების დასაწყისში მარტყოფის რაიონის სკოლებსა და კლუბებთან ჩამოაყალიბა მეჩონგურეთა ანსამბლები; 1938 წელს გააერთიანა ჯგუფები და დააარსა მომღერალთა და მეჩონგურეთა ანსამბლი; ცნობილი ხალხური მომღერალი, მეფანდურე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 420 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |