შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მღებრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1916 წელს. 1930 წელს მისი თაოსნობით დაარსდა თბილისის ფიზკულტურის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა 1935 წლამდე. 1931-1968წწ. განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფიზკულტურის კათედრას, იყო თსუ ფიზკულტურის ფაკულტეტის პირველი დეკანი (1935-1937). აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს საექიმო კონტროლისა და სამკურნალო ფიზკულტურის სამეცნიერო საზოგადოების დაარსებაში (1963) და იყო მისი პირველი თავმჯდომარე. მისი შრომები ძირითადად ეხება სპორტული მედიცინის, ორგანიზმის გაკაჟებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს ავადმყოფთა ფიზიკური რეაბილიტაციის საკითხებს. სამკურნალო ფიზკულტურისა და საექიმო კონტროლის დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1950). წყარო:თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.697 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |