Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი მინდელი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პილიტექნიკური ინსტიტუტი 1953 წელს. მუშაობა დაიწყო სამთო საქმის საკავშირო-სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. 1970 წლიდან იყო მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგი. სამეცნიერო-კვლევითი საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტის დირექტორი. მისი სამეცნიერო შრომები ეხება სამთო საქმის ელექტრიფიკაციის პრობლემებს, მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიას და სხვა. იკვლევდა სამთო საქმის ელექტრიფიკაციის პრობლემებს, ელექტრული მანქანების სპეციფიკურ ტექნოლოგიურ პროცესებსა და სპეციალური ტექნოლოგიური დანადგარების კონსტრუირების საკითხებს, რაც მის 160-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომში, 60 გამოგონებასა და მონოგრაფიაშია ასახული. მისი ერთ-ერთი გამოგონების ლიცენზია იყიდა ცნობილმა შვეიცარულმა ფირმამ "მიკაფილმმა". მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მეცნიერი ელექტროტექნიკის დარგში, აღიარებული მკვლევარი და ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი(1970). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.698; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.130 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |