The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი მინდელი

გივი მინდელი
დაბადების თარიღი:3 ივნისი, 1929
გარდაცვ. თარიღი:1 თებერვალი, 2011  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პილიტექნიკური ინსტიტუტი 1953 წელს.

1953–1970წწ. მუშაობდა სამთო საქმის საკავშირო-სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. 1970-2000წწ. იყო მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტის დირექტორი; 2000–2007წწ. ამავე ინსტიტუტის ბაზაზე შექმნილი მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (სსიპ) დირექტორი. მისი სამეცნიერო შრომები ეხება სამთო საქმის ელექტრიფიკაციის პრობლემებს, მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიას და სხვა. იკვლევდა სამთო საქმის ელექტრიფიკაციის პრობლემებს, ელექტრული მანქანების სპეციფიკურ ტექნოლოგიურ პროცესებსა და სპეციალური ტექნოლოგიური დანადგარების კონსტრუირების საკითხებს, რაც მის 160-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომში, 60 გამოგონებასა და მონოგრაფიაშია ასახული. მისი ერთ-ერთი გამოგონების ლიცენზია იყიდა ცნობილმა შვეიცარულმა ფირმამ "მიკაფილმმა". მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მეცნიერი ელექტროტექნიკის დარგში, აღიარებული მკვლევარი და ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1970).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.698; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.130; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო-სამეცნიერო-საინჟინრო საზოგადოებათა კავშირი, ვიცე-პრეზიდენტი
  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, წევრი
  • საქართველოს ეროვნული ენერგეტიკის აკადემია , წევრი (1995-)
  • საქართველოს სამეცნიერო და საინჟინრო საზოგადოებათა კავშირი, გამგეობის თავმჯდომარე (1974-)
  • საქართველოს სამეცნიერო და საინჟინრო საზოგადოებათა კავშირი, პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2006 - ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის რედაქტორთა მმართველი საბჭო, ვერცხლის მედალი
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1983 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: